Powered By Blogger

მე-3-დ კლასის დამრიგებლის პირველი სემესტრის ანგარიში

ზესტაფონის  VII  საჯარო სკოლის III-დ კლასის დამრიგებლის   ე.გაჩეჩილაძის I სემესტრში გაწეული მუშაობის ანგარიში
მე-3 დ კლასში სიით ირიცხება 27 მოსწავლე.კლასი დაკომპლექტებულია გონებრივად კარგი და საშუალო განვითარების მოსწავლეებით.ოჯახების ყურადღება ბავშვების საწავლა აღზრდის მიმართ  დამაკმაყოფილებელია.კლასი მეგობრულია,უყვართ და იცავენ ერთმანეთს.                       კარგი გონებრივი მონაცემებით გამოირჩევა რამდენიმე მოსწავლე:
ამ ბავშვებთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა სხვა გონებრივი დატვირთვით.
მშობლები ყოველთვის ინფორმირებულები არიან თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.
ქართულში მოსწავლეთა უმეტესობა კითხულობს გაბმით და შეგნებულად.აქვთ კრიტიკული აზროვნებისა და წაკითხულის შინაარსის  გადმოცემის უნარი.ფლობენ სააზროვნო უნარებს.
მათემატიკაში ყველამ იცის ნუმერაცია,უმეტესობამ  კარგად აითვისა გამრავლების ცხრილი. კლასის ძირითადი ნაწილი ხსნის ამოცანებს,აკეთებენ ტესტებს და სახალისო ამოცანებს.გაკვეთილი ყოველთვის ემოციური დატვირთვის ფონზე ტარდება,თუმცა არიან ისეთი მოსწავლეებიც,რომლებსაც უჭირს ე.ს.გ-ით გათვალისწინებული სტანდარტების დაძლევა,მათთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად.
     მთელი სამესტრის მანძილზე საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.მიზნობრივად ვიყენებდით სხვადასხვა აქტივობებსა და სტრატეგიებს.
დამაკმაყოფილებელია მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესსი და კლასგარეშე ღონისძიებებში.
კლასში არიან კინგსის,ვეკუას სახელობისა და ლიდერის ოლიმპიადების დიპლომებისა და სერთიფიკატების მფლობელები,კლასის ძირითადი ნაწილი მონაწილეობდა კინგსის  საშემოდგომო ოლიმპიადაში და წარმატებით გახდნენ ფინალისტები.
კლასში ტარდება კითხვის საათი,ბავშვები ინტერესით არჩევენ და კითხულობენ ლიტერატურას,მოაწყვეს ბიბლიოთეკა და აღრიცხავენ წაკითხულ ნაწარმოებებს,ტექსტის გააზრებაში ხელს გვიწყობს კლასში დანერგილი აქტივობა ,,ცხელი სკამი“,თამაში სახალისოცაა ,საინტერესოც და შემეცნებითიც.
კლასში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობები,მოეწყო იაკობის მოთხრობების კითხვა და ამ ნაწარმოებების მიხედვით  შეიქმნა ილუსტრაციები,პარალელ კლასელებთან ერთად გაკეთდა სტენდი,სადაც პატარებმა  გააკეთეს პრეზენტაცია და მოაწყვეს ნახატების გამოფენა.მოეწყო ფილმების ჩვენება და გარჩევა.
ჩატარდა გასვლითი საახალწლო ღონისძიება გასართობ ცენტრში,საიდანაც დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდით.
ვთვლი რომ პირველი სემესტრი ნაყოფიერი იყო მე-3-დ კლასისათვის,არდადეგების შემდეგ კი უფრო შემართებით შევუდგებით მუშაობას.

                                         მე-3- დ    კლასის ხელმძღვანელი : ე.გაჩეჩილაძე



Комментариев нет:

Отправить комментарий