მზე რომ დახატო,უნდა იყო ძალიან თბილი,
გერქვას ღიმილი და სიკეთით სავსე დიოდე,
გულში გესახლოს გასაოცრად უმწიკვლო ჩვილი
და სამიოდე,
ხატება გდევდეს,- საფიცარი შვილის და დედის,
მშობელი მიწის,
მთვარეს ფეხთაქვეშ გაუფინო ლამაზი ჩრდილი,
ფიქრის გორაზე მონატრების გედგას კარავი,
მზე რომ დახატო, უნდა იყო ძალიან თბილი,
როგორც არავინ...