Powered By Blogger

ჩემი ნიჭიერი და მგრძნობიარე პატარების წერილები

თავისებურად გამოხატავენ აზრს ჩემი ნიჭიერები,
ბავშვებს მივეცი დავალება,უნდა დაეწერათ საახალწლო სურვილები,გიორგი გაფრინდაშვილმა
 როგორც ყოველთვის, ორიგინალურად წარმოადგინა:







,,მე მსურს თოვლის ბაბუამ,
საჩუქრებით ამავსოს,
იმდენი სურვილი მაქვს 
რა ვქნა ,ყველა არ მახსოვს!"
ეს რომ შევუქე,მერე გაბედულად მაჩვენა შემდეგ ფურცელზე დაწერილი ლექსი:
,,ახალი წელი დგებაო
ყველა ოცნება ხდებაო,
რადგან ბავშვების სურვილებს
თოვლის ბაბუა ხვდებაო.
ახარებს ყველა პატარას,
გული არავის წყდებაო,
ვინც კი ყოჩაღად მოიქცა
გამარჯვებული რჩებაო.
ბავშვებო, ცუდი ქულების
მიღების არ გაქვთ ნებაო,
ამიტომ თქვენი ნიშნები
ათებით შეიცვლებაო.
აი, რა ბიჭია ჩვენი გიორგიიიი!



თუმცა გიორგი კალიგრაფიით ვერ დაიკვეხნის,მაგრამ გააზრება მართლაც საუკეთესოდ შეუძლია
დედაბუნების მონოლოგიც ორიგინალურად წარმოადგინეს ბავშვებმა




ანა ვარდუკაზე ყველაფერში წარმატებული და ნიჭიერია,მის პატარა და ლამაზ ხელებს წერაც ლამაზად შეუძლია და ფორტეპიანოზე დაკვრაც,ხმა კი მართლაც სირინოზის აქვს,ყველაფერს გულით აკეთებს და ამიტომაც გამოსდის საუკეთესო.ეს ანას მიერ დამზადებული უსტარია,რომელიც მან ,,უკან წარსულში მოგზაურობის " დროს რუქნადინს მისწერა




სხვებმაც  გულდასმით გააკეთეს კონვერტები,ადრესატი მიუთითეს და ფანტაზიის სადავეები მიუშვეს.




წერილები კი საკმაოდ მკაცრი მისწერეს რუქნადინს











ეს წერილები დაწერეს მას შემდეგ,რაც დროის მანქანით მე-17 საუკუნეში ვიმოგზაურეთ,გაოცებული ვარ მათი ემპათიის უნარით,მჯერა რომ ისინი მართლაც ღირსეული ქართველები გაიზრდებიან.
















ასევე დიდი მონდომებით ცდილობდნენ ქორბუდას მკვლელი  მონადირის გამოსწორებას 














Комментариев нет:

Отправить комментарий