Powered By Blogger

ღია გაკვეთილის გეგმა, ი. გოგებაშვილის ,,ცხრა ძმა ხერხეულიძე"

                                            გაკვეთილის გეგმა
საგანი
ქართული ენა
კლასი/მასწავლებელი
მე-3.    ე.გაჩეჩილაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
25 მოსწავლე
სსმ მოსწავლე
არ არის
გაკვეთილის თემა
ცხრა ძმა ხერხეულიძე
მიზანი
·         პატრიოტული გრძნობის  გაღვივება
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.სათაურის მიხედვით  ვარაუდ გამოთქმა, ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;  მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტება და პერსონაჟებ დახასიათება;
·         გაიაზროს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
         შეძლოს ისტორიული სტატიის კითხვა და ანალიზი.
·         შეძლოს დასკვნების გამოტანა
·         შეაჯამოს მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაცია
·         დაეუფლოს კითხვის სტრატეგიას
·         შეძლოს ლოგიკური თანმიმდევრებით თხრობა
·         შეძლოს რიცხვითი სახელის შეთანხმება არსებით სახელთან საჭირო ფორმით.
დრო
45 წუთი
მეთოდები
.ახსნითი, ინდივიდუალური,ჩუმი  კითხვის მეთოდი
.საუბრის მეთოდი ლექციური მეთოდი

სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,პლაკატები,ბარათები,სამუშაო ფურცლები
კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური
მისაღწევი შედეგები
·         III.2  მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა. მოცემულ ტექსტში ასახული ფაქტების დასახელება,პერსონაჟებისა და საგნების დახასიათება.აჯამებს მარტივსაგანმანათლებლო ინფორმაციას.

·         III.3  მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მასალის გამოყენება,სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს კავშირებსა და სიტყვა-კავშირებს (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
·         სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს;
·         მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
·         სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;

·         III.4   ფლობს კითხვის ტექნიკას.თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს მასწავლებლის მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·         პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
·         ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

III.6   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება გააზრება.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.

·         ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·         წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;

შეფასება
სიტყვიერი კომენტარი




I ფაზა
გამოწვევა









































II ფაზა
სიღრმისეული წვდომა






























რეფლექსია



გაკვეთილის მსვლელობა
 შესავალი საუბარი,წინარე ცოდნის  შემოწმება. (5 წთ)
1)მთელ კლასთან ინტერაქციით
ხდება შესამზადებელი მუშაობა.
--რა გვაქვს გაკვეთილად?ვინაა ამ მოთხრობის ავტორი?
--კიდევ რომელი ისტორიული ჟანრის მოთხრობები შევისწავლეთ ?
 ვსვამ კითხვებს,რომლითაც მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული წინარე ცოდნა.
--ვინ მეფობდა საქართველოში კრწანისის ომის დროს?
--რამდენი წლის იყო ერეკლე ამ ბრძოლაში?
--რამდენი ბრძოლა გადაიხადა ერეკლე მეფემ თავისი მეფობის მანძილზე?
მათ მსჯელობას გეზი ეძლევა ისე, რომ თვითონ ააგონ ცოდნა.არსებითად მოსწავლეები ეუფლებიან იმას,რაც უნდა ისწავლონ;
2)საშინაო დავალების გამოკითხვა კითხვებით,რომლებიც მოითხოვს ტექსტში ცხადად წარმოდგენილი ინფორმაციის ცოდნას:(2წთ)
·         რა შემოუთვალა შაჰმა მეფეს?
·         როგორ მოიქცა მეფე?
·         ვინ იბრძოდა ამ ომში?
·         რა ფიცი დადეს არაგველებმა ბრძოლის წინ და როგორ შეასრულეს ეს ფიცი?

                     3)  სქემა ,,ამბის ჩარჩო“,ანუ 5 კითხვის მეთოდი (4 წთ)
ვინ?
სად?

როდის?
რას შვრება?
რატომ?
აღა-მაჰმად ხანი



მეფე ერეკლე


ხალხი



300 არაგველი
.ირანში



საქართველო



კრწანისთან



ბრძოლის ველზე
.მე-18 საუკუნე


მე-18 საუკუნე



1795 წელს



1795 წელს
.ცდილობს საქართველოს დაპყრობას

ხარკის გადახდაზე უარი შეუთვალა


თავგანწირვით იბრძოდა


ფიცი დადეს,, ან სიკვდილი ან გამარჯვება“
.უნდოდა საქართველოს ხელში ჩაგდება

უნდოდა ქვეყნის გათავისუფლება სპარსელებისაგან

სამშობლოს დასაცავად


იყვნენ ნამდვილი პატრიოტები
4)შესწავლილი მასალის გამოკითხვა.რამდენიმე მოსწავლის მოსმენა და სიტყვიერი კომენტარის გაკეთება.(4წთ)
კითხვები რომელიც მოითხოვს ტექსტში მოცემული ინფორმაციის გაანალიზებას:
.რა იყო ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზეზი?
.რომელი ქვეყანა იყო დამპყრობელი?
.რატომ დამარცხდნენ ამ ბრძოლაში ქართველები? (



5)ახალი მასალის ახსნა. ლექციური მეთოდით(15წთ)
კითხვები ახალ მასალასთან დასაკავშირებლად:
ამბობენ --საქართველოს ისტორია მეფეთა ისტორიააო,-ჩვენ არა ერთი ძლიერი მეფე გვყოლია,მაგრამ თუ გადავხედავთ ისტორიას,ნათელი გახდება თუ ვისით იყო მეფე ძლიერი.უბრალო ხალხი იყო ის დასაყრდენი ძალა,ვის მხრებეც იდგა საქათველო.
·         რატომ უხაროდათ ქართველებს ოჯახში ვაჟის დაბადება?
·         რას უბარებდა ქართველი დედა შვილს ბრძოლაში წასვლის წინ ?
ასეთი გმირი დედის გაზრდილი შვილები იყვნენი ძმები ხერხეულიძეები რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ბრძოლაში
მე-17 საუკუნის მოკლე მიმოხილვა.მე-17 საუკუნეში ქართლ-კახეთში არაერთხელ გამოილაშქრა ირანის შაჰმა აბას I-მა,ამ პერიოდში მის ლაშქარს სამშობლოდან დევნილი ქართველი სარდალი გიორგი სააკაძე სარდლობდა,მართალია იგი სხვა ბრძოლებში სპარსეთის ინტერესებს იცავდა,მაგრამ სამშობლოს ღალატი გულშიც არ გაუვლია, პირიქით იგი სათავეში ჩაუდგა ქართლ-კახეთის აჯანყებას
ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ჩასაქრობად შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის ისახან ყორჩიბაშის სარდლობით.ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე, დაბანაკდა.1625 წლის 1 ივლისს უთანასწორო ბრძოლა გაიმართა ქართველთა და სპარსელთა შორის,მიუხედავად მცირერიცხოვნებისა ქართველებს სამი უპირატესობა ჰქონდათ: 
1.ისინი იბრძოდნენ თავის ტერიტორიაზე.
2,მათ ჰყავდათ ისეთი გენიალური სარდალი,როგორიც სააკაძე იყო.
3.რაც მთავარია იცოდნენ, რომ სამშობლოსათვის და ყველაფერი იმისთვის იბრძოდნენ, რაც მათთვის ძვირფასი იყო.
თუმცა ვერცერთი უპირატესობა ვერ გამოიყენეს,მარაბდის ომში,ისევე როგორც ყოველთვის ღალატით დამარცხდნენ ქართველები,თუმცა ეს ომი იყო დასაწყისი შაჰ აბასის ოცნების დასრულებისა, ,,ირანის ლომმა“ საფლავში ჩაიტანა კავკასიაზე გაბატონების ოცნება.

მასწავლებლის მიერ მასალის მიწოდება ახსნითი კითხვის მეთოდით.
დაფაზე წინასწარ დაწერილი უცხო სიტყვების ახსნა.
მოსწავლეების მიერ ახალი ტექსტის კითხვა პაუზებით.
ჩუმი კითხვის მეთოდით ტექსტში მოძებნიან მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.

ტექსტის გააზრება,პირამიდის შედგენა შემდეგი კითხვებით(7-8 წთ)
1.      ერთისიტყვით მთავარი გმირის სახელი
2.      ორი სიტყვით სად და როდის ხდება მოქმედება.
3.      სამი სიტყვით დახასიათეთ მთავარი გმირი.
4.      ოთხი სიტყვით ნაწარმოებში დასმული პრობლემა.
5.      ხუთი სიტყვით ამოიწერეთ ადგილი,რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ.
6.      ექვსი სიტყვით დაწერეთ ფაქტი,რომელმაც ყველაზე მეტად აგაღელვათ.
7.      შვიდი სიტყვით დაწერეთ პრობლემის გადაჭრის გზა.

1.---------------
2.-------------------------
3.-------------------------------------
4.----------------------------------------------
5.--------------------------------------------
6.-----------------------------------------------------
7.-----------------------------------------------------------------


ვენის დიაგრამის გამოყენებით კრწანისისა და მარაბდის ბრძოლების შედარება (5წთ)



          მარაბდა                                                            კრწანისი               






გრამატიკულ მასალაზე დაკვირვება,რიცხვითი სახელის შეთანხმება არსებით სახელთან.დაფაზე წინასწარ დაწერილ წინადადებებში შეცდომების პოვნა.
საშინაო დავალების მიცემა: ტექსტიდან ამოიწერონ წინადადებები,რომლებშიც რომლებშიც რიცხვითი სახელები შეხვდებათ (2წთ)

შეფასება:
პასიურია,
არ მონაწილეობს დავალების შესრულებაში
გაკვეთილზე ნაწილობრივაა ჩართული. უჭირს მიცემული დავალების შესრულება.
გაკვეთილზე აქტიურია, დავალებას მცირედი დარღვევით ასრულებს.
გაკვეთილზე აქტიურია , მობილიზებული. დავალებას ზუსტად ასრულებს.







Комментариев нет:

Отправить комментарий